LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ელისაშვილის ქმედებას ყოველთვის ფულის აღებასთან აკავშირებენ, რაც აბსურდია, მის სახლში სახლში ჩხრეკა ჩატარდა, გამომძიებლები გაკვირვებულები იყვნენ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ასეთ სახლში ცხოვრობდესო

181
2025-12-01_22-23-14_034707

ტერორისტულ აქტს უნდა ჰქონდეს ტერორისტული მიზანი. ჩვენ ვერ ვხედავთ წაკიდებულ ცეცხლს, გამოყენებულ იარაღს , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

რეხვიაშვილის თქმით, ელისაშვილმა ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის გაგრძელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას იარაღის ტარების კანონიერ უფლება ჰქონდა.

„ალეკო ელისაშვილის ქმედებას ყოველთვის ფულის აღებასთან აკავშირებენ. 29 ნოემბრის ელისაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და გამომძიებლები გაკვირვებულები იყვნენ თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ასეთ სახლში ცხოვრობდესო. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს იარაღები. გატაცებულია იარაღებით, ნადირობით, ტყეში სიარულით. ის ფაქტი, რომ ელისაშვილი ფულს იღებს კონკრეტული ქმედებისთვის, არის აბსურდი. ალეკო ელისაშვილი არანაირი ქონებას არ ფლობს და არასდროს შესულა რამე გარიგებაში არც ერთ ხელისუფლებასთან.

ელისაშვილი ფიქრობს, რომ ბრალის გადაკვალიფიცირება იყო კარგი შანსი იმისათვის, რომ ბოლომდე შური ეძიათ. სამაგალითოდ დაესაჯათ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების განცხადებით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობითვე, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალეკო ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ავრცელებს

„ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქმედება ჩაიდინა პროტესტის გამოსახატად უსამართლო სასამართლოს მიმართ, ერთადერთი იმას ნანობს, რომ რამდენიმე წამი დააკლდა საქმის ბოლომდე მისაყვანად – შაბათი დღე აირჩია, რომ არავინ დაზიანებულიყო“ – ადვოკატი

ირაკლი კუპრაძე: „ალეკო ელისაშვილის შესახებ სამი რამ ვიცი – ის რუსეთის რეჟიმის მიერ ტერორიზმის მუხლითაა ძებნილი, პატრიოტი მოქალაქეა და საჯაროდ ნაცემი ჰყავს მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g