LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აფხაზეთსაც დავიბრუნებთ სწორი პოლიტიკით და სამაჩაბლოსაც..“ – კონსტანტინე ზარნაძე

203
fot

„აფხაზეთსაც დავიბრუნებთ სწორი პოლიტიკით და სამაჩაბლოსაც..“ – ასე ეხმაურება გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გაუქმებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ.

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

„მოკლედ, ამოვხსენი ქართველი ლიბერალები რა „სასტავია“ – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი რთული ბავშობის და ჩაგრული ახალგაზრდობის წლების კომპენსირებას, ფბ-ზე სხვისი გინებით და ლანძღვით ცდილობენ.

თქვენ გგონიათ, რომ ვინმეს გააჩუმებთ? ან ვინმეს თქვენი ეშინია?..“, – წერს ზარნაძე.

 

 

ეს სტატუსი დაარეპორტეს და თავიდან ვწერ :))

მოკლედ, ამოვხსენი ქართველი ლიბერალები რა “სასტავია” – ესენი არიან…

Posted by Kote Zarnadze on Wednesday, 10 May 2023

 

შეგახსენებთ, გუშინ, 10 მაისს გახდა ცნობილი პუტინის გადაწყვეტილება. კერძოდ, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა, გარდა ამისა რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ…გაუგებარია, რატომ უნდა დავუწესოთ სანქციები საკუთარ მოქალაქეებს” – ირაკლი კობახიძე

„ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, უფრო მე­ტად გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რი და ფრე­ნე­ბი” – ნინო წილოსანი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროვოკაცია უწოდა რუსეთის გადაწყვეტილებებს და მთავრობას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა

„ქვეყნის ღირსეული მთავრობა პუტინის პასუხად უარს იტყოდა რუსეთიდან თვითმფრინავების პირდაპირ რეისებზე და სავიზო რეჟიმს დაუწესებდა რუსეთის მოქალაქეებს!” – ალეკო ელისაშვილი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები