უილ სმიტის ფილმოგრაფია უამრავ დასამახსოვრებელ პერსონაჟს ითვლის. აღსანიშნავია, რომ არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა მისთვის მუსიკალური კარიერაც, რომელიც არაერთ ჰიტს აერთიანებს.
სადებიუტო სოლო სინგლი – Men in Black, ამერიკელმა მსახიობმა და რეპერმა ამავე სახელწოდების ფილმისთვის, 1997 წელს გამოუშვა. სიმღერა, რომელმაც ,,ჯენ ზის” სუპერვარსკვლავების, ჯეიდენისა და უილოუს მამას ,,გრემი” მოუტანა, თითქმის 30 წლის შემდეგაც პოპულარულია.
ამას მოწმობს ისიც, რომ 55 წლის ვარსკვლავმა ტრეკი ამ დღეებში ,,კოაჩელაზე” გააცოცხლა. ის ჯეი ბალვინის პერფორმანსისას, პუბლიკას კინოსურათში განსახიერებული, ,,აგენტი ჯეის” ამპლუაში მოევლინა.
ცნობისთვის, უილ სმიტის მუსიკალური კარიერა სტარტს 1986 წლიდან, დუეტით DJ Jazzy Jeff-თან, The Fresh Prince-ის სახელით იღებს.