LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს COVID-19 დაუდასტურდა

163
unnamed (4)

ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს, ლაბორატორიული კვლევებით COVID-19 დაუდასტურდა. ის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკა „იმედში“ მოწყობილ ცხელების ცენტრში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე ცხელების ცენტრში რვა პაციენტი რჩება, აქედან სამის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხებს, სავარაუდოდ, დღეს, 25 აპრილს მიიღებენ.

ეს იყო აგრესიული კვლევა და ასევე გამოკვლეული იყო ბოლნისის ყველა კონტაქტი, ამიტომაცაა 25-ით გაზრდილი – მარინა ეზუგბაია

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 132 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები