დღეს, თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი.
„ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი. როგორც მე დავინახე ავტომობილში მხოლოდ ერთი მამაკაცი იჯდა. სიჩქარეს ზუსტად მაშინ აუჩქარა, როცა ხიდს მიუახლოვდა. ახლა მოვიდნენ მისი ახლობლები, საშინელება ხდება” – ამბობს თვითმხილველი ამბები.ჯი-სთან.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველ მყვინთავების მიერ, დაახლოებით, 17 მეტრის სიღრმეზე ნანახი იქნა ავტომობილი.
„რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიება, საკმაოდ რთული ღონისძიება იყო, ვინაიდან ავტომობილი 17 მეტრი სიმაღლეზე იყო ჩავარდნილი. მეხანძრე- მაშველებმა მყვინთავებმა ეფექტურად იმუშავეს და მოხდა ავტომობილის ამოყვანა წყლის ზედაპირზე“, – განაცხადა მუსელიანმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.