LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებამ ქვეყანაში ახალი რეალობა შექმნა” – ნარკოლოგი მომხდარ მკვლელობაზე

12658058_10208777715668206_2735750693833029286_o

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში, გუშინ, რუსთავში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება. როგორც ის ამბობს, ქვეყანაში შექმნილია ახალი რეალობა, რომლისთვისაც შესაბამისი დაწესებულებები მზად არ არიან.

სიხარულიძე გუშინდელ შემთხვევას, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთირებას უკავშირებს და ამბობს, რომ ნარკოლოგებს და ფსიქიატრებს ასეთი ტიპის პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა არ შეუძლიათ.

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებამ ქვეყანაში შექმნა ახალი რეალობა, რომლისთვისაც მზად არ ვართ საერთოდ და ვიღებთ იმ სავალალო შედეგებს. 

რუსთავში 13 წლის მოზარდი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის მისი ბიძაა დაკავებული.

ქვეყანაში ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტი რჩება სერვისის გარეშე ან იღებს არაკვალიფიციურ დახამრებას, გაჩნდნენ პაცინტები, რომლებიც გაჩხერილი არიან ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ დაწესებულებას შორის, ვინაიდან მოდელი, რომელიც მუშაობს დღეს, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა იმ გამოწვევბის წინაშე, რაც არის ქვეყანაში. ეს ორი დარგი გაყოფილია და ნარკოლოგებს და ფსიქატრებს არ ყოფნით კომპეტენცია, რომ ასეთი ტიპის პაცინტების დიაგნოსტირება, მკურნალობა და შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინონ. დარგებში არსებული პრობლემები იძლევა იმის საფუძველს, რომ საჭიროა უმოკლეს დროში მოხდეს ძირეული ცვლილებები!!!“ – წერს ნარკოლოგი.

https://www.facebook.com/zura.sikharulidze.7/posts/10218939108336672

შეგახსენებთ, გუშინ რუსთავში ბიძამ 13 წლის ძმისშვილი დანით მოკლა. როგორც შემთხვევის შემდეგ გაირკვა, მამაკაცს ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა, მკვლელობის წინა დღეს, მეგობრებმა ის ჯერ კლინიკაში, შემდეგ ფსიქიატრიულში და შემდეგ ნარკოლოგიურში მიიყვანეს. ბრალდებული არცერთ მათგანში არ დაიტოვეს. მეგობრები განმარტავენ, რომ ფსიქიატრიულში ადგილების არარსებობის გამო ვერ მიიღეს, ხოლო ნარკოლოგიურში მათ წინასწარ თანხის გადახდა მოსთხოვეს, რისი საშუალებაც არ ჰქონდათ, ამიტომ 29 წლის მამაკაცი სახლში წამოიყვანეს.

ფსიქიატრიულში ამბობენ, რომ ადგილები ჰქონდათ, თუმცა პაციენტი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო და ფსიქიკური აშლილობის ნიშნებს არ ამჟღავნებდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g