LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კანონით დეველოპერულ ბიზნესს და საკრედიტო ბაზარს შესაძლოა პრობლემები შეექმნას

113

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები ბიზნესში მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობენ. ”აჭარა დეველოპმენტის” დირექტორი ამბობს, რომკანონპროექტის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აღსრულება სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, დეველოპერულ ბიზნესში გაყიდვებს შეამცირებს. მისი თქმით, ერთ მოსამართლეს როდესაც 250 საქმე აქვს, ის გადაწყვეტილებას მიღებას დროულად ვერ შეძლებს.

”რედიქსის” დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი კი ამბობს, რომ ეს საკითხი ღრმა ანალიზის საფუძველზე უნდა გადაიჭრას. ბიზნესმენის განმარტებით, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ ბანკების მხრიდან დაკრედიტება შემცირდება, თუმცა, მისივე თქმით, გასათვალისწინებელია იმ ადამიანების მდგომარეობაც, რომლებიც სესხებს ვერ იხდიან.

ამ თემასთან დაკავშირებით ეკონომიკური ექსპერტები ამბობენ, რომ მოსახლეობის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა მათ უნდა ესმოდეთ, რომ სესხის აღების შემდეგ მათ კრედიტის დაფარვა მოუწევთ. ექსპერტების განმარტებით, ეს ნაბიჯი , პირველ რიგში, საკრედიტო ბაზარზე მოახდენს უარყოფით გავლენას, ბანკები კიდევ უფრო მეტ უზრუნველყოფას მოითხოვენ კლიენტებისგან სესხის გაცემისას, ეს კი, პრობლემებს შეუქმნის დეველოპერულ ბიზნესსაც, რადგან ბინების გაყიდვები შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g