ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებით ფრენები იწყება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიარეისებს კომპანია SUN D’OR-ი განახორციელებს.
”26 მარტიდან ავიაკომპანია SUN D’OR ბათუმის აეროპორტის მგზავრებს ახალ მიმართულებას შესთავაზებს: ბათუმი – თელ-ავივის პირდაპირი ავიარეისი კვირაში ორი სიხშირით შესრულდება”, – განმარტავენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ცნობისთვის, SUN D’OR დაბალბიუჯეტიანი ისრაელური ავიაკომპანია.