LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წამოწყება – მუსიკოსების „ინსტაგრამ“ პერფორმანსები, შეაფასეთ ??

251
567

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო, თვითიზოლაციაში უამრავი ადამიანი იმყოფება. მუსიკალური არტისტებიც დროს არ კარგავენ და საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით, დაუვიწყარ პერფორმანსებს სთავაზობენ.

შესანიშნავი წამოწყების ავტორი კრის მარტინი გახდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას  საოცარი პერფორმანსი შესთავაზა და ჰიტები „ინსტაგრამის“ საშუალებით შეასრულა.

https://www.instagram.com/p/B90Ft_knpuT/

მას არც ჯონ ლეჯენდი ჩამორჩა, რომელმაც ვირტუალური კონცერტი ასე დაასათაურა: „თვითიზოლაცია მნიშვნელოვანია, თუმცა ის მოსაწყენი არ უნდა იყოს“. არტისტი ვიდეოში საკუთარ მეუღლესთან, კრისი ტაიგენთან  ერთად მღერის.

https://www.instagram.com/p/B920EARl9XS/

მეუღლესთან ერთად საოცარი პერფორმანსი ქანთრი მომღერალმა, კიტ ურბანმაც შემოგვთავაზა, რომელმაც ოთახში სიმღერის ნაცვლად, პატარა სცენაც მოაწყო. ნიკოლ კიდმანი  მეუღლეს ენერგიულად გულშემატკივრობდა და სიმღერაში ჰყვებოდა.

საოცრად ემოციური ,,ინსტაგრამ” წარმოდგენა, ფრანგმა არტისტმა Christine and the Queens დადგა, რომელმაც სიმღერები  როგორც ინგლისურ, ასევე ფრანგულ ენებზე შეასრულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები