LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალქალაქში ცოლმა ქმარი დაჭრა – შემთხვევის დროს, ქალი ქმრის ძალადობისგან თავის დაცვას ცდილობდა

215
დაჭრა

ახალ­ქა­ლაქ­ში ცოლ­მა ქმა­რი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი ქმრის­გან ძალადობისგან თა­ვის დაც­ვას ცდი­ლობ­და.

არ­სე­ბუ­ლი ცნობითვე, მა­მა­კაცს ხელზე მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბა აქვს.

რო­გორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომ­ხდარ­ზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის დას­ჯას სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას მაქ­სი­მუმ 2 წლის ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.

უწყების ცნობითვე, მამაკაცი დაკავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g