LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა გაყოყოჩებულა და აბდუშაჰილივით დადის” – დათანხმდება თუ არა ოპოზიცია კობახიძის შეთავაზებას დებატებზე

114
BeFunky-collage (5)

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენლებს ”რუსთავის 2” – ის ”ღია ეთერში” დებატებზე იწვევს. ოპოციზიას ამ ეტაპზე საწინააღმდეგო არაფერი აქვს. თუმცა შეთავაზებასთან დაკავშირებით პასუხს ამ დრომდე არ იძლევიან. საკითხზე სხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ერთობლივი გადაწყვეტილება ცნობილი მოგვიანებით გახდება.

პარტია “ევროპულ საქართველოში” მიიჩნევენ, რომ მმართველ პარტიას ამ გზით სურს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, რაც ლიდერების შეფასებით, მიუღებელია.

“ნორმალური იქნებოდა, თუ დებატები წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარდებოდა, როცა ყველა დებატს გაექცნენ. ”ევროპული საქართველო” დებატებისთვის მზადაა, მაგრამ ამ საკითხზე სხვა პარტიებთანაც უნდა გაიარონ კონსულტაციები” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ისინი მზად არიან დებატებისთვის. თუმცა მათი საბოლოო პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„ჩვენ რამდენჯერ ვითხოვეთ დებატებში მოსულიყვნენ და მართლაც ბუჩქებში იმალებოდნენ, კითხვებზე პასუხი რომ არ გაეცათ. მე არ მახსენდება საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დებატები არ შემდგარა. ახლა გამოფხიზლდნენ რატომღაც და სურთ დებატები. ჩვენ, ყველა ოპოზიციური პარტია, გავივლით კონულტაციებს ერთმანეთთან და გადავწყვეტთ, თუმცა, მე არ ვფიქრობ რომ ეს დებატები ახლა რაიმეს შეცვლის”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის თქმით კი, პარტიის ნებისმიერი წევრია მზად, კობახიძესთან ერთად ამ ფორმატში მიიღოს მონაწილეობა:

”რამდენიმე წელიწადია, მმართველი გუნდი დებატებზე უარს ამბობს. ახლა გაყოყოჩებულა კობახიძე და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის თურმე – დამიჯდნენ დებატებშიო. აგერ ვართ ჩვენი პარტია – მოქალაქეები და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს რა და როგორ გაყალბდა” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

magti 5g