„იცით რამ გადამარჩინა და გამომიყვანა მდგომარეობიდან? იცით, დღეს რომ მე ისევ ადამიანი ვარ რისი დამსახურებაა? სწავლის, კითხვის და მხატვრული ლიტერატურის. სწავლამ და მხატვრულმა ლიტერატურამ გადამარჩინა“ – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცისნამი საყვარლიშვილმა თავის გამომწერებს სოციალური ქსელიდან დროებით გაუჩინარების მიზეზი გაანდო და თქვა, რომ ოქტომბერში სწავლით იყო დაკავებული.
ქართველი ემიგრანტის თქმით, წლების წინ, როდესაც იტალიაში ცხოვრობდა და შვილთან განშორებას ძალიან განიცდიდა, მხოლოდ კითხვამ და სწავლამ შეძლო მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა:
„ბევრი თქვენგანი მწერს: “ცისნამი, სად ხარ დაკარგული? მოგვენატრე! ფეისბუქზე რატომ აღარ ხარ? ხომ ყველაფერი კარგად გაქვს? გამოჩნდი! გვაკლიხარ.”
ეს მესიჯები პირდაპირ მესენჯერიდან დავაკოპირე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამხელა ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის. ბოდიში, რომ მოგაკლდათ ჩემი ჭრელ-ჭრელა პოსტები და აქტიურობა.
კარგად ვარ. ყველაფერი რიგზეა. ოქტომბერი ძალიან დაკავებული თვე მქონდა. შუალედურები, #Midterms2024 მქონდა და ფაქტიურად თავი სულ წიგნებში მქონდა ჩაფლული. ახლა #Researchpaperwriting-ის დროა და ახლაც ძალიან დაკავებული ვარ.
წლების წინ როცა იტალიაში ვცხოვრობდი და ჩემს შვილთან განშორებას ძალიან განვიცდიდი, იცით რამ გადამარჩინა და გამომიყვანა მდგომარეობიდან? იცით, დღეს რომ მე ისევ ადამიანი ვარ რისი დამსახურებაა? სწავლის, კითხვის და მხატვრული ლიტერატურის. სწავლამ და მხატვრულმა ლიტერატურამ გადამარჩინა.
ახლა როცა იგივე განცდებში ვარ, რადგან უზომოდ მენატრება ჩემი ერთადერთი შვილი, რომელიც უკვე ოთხი თვეა არ მეკონტაქტება და არ მელაპარაკება, იცით რა მაცოცხლებს? სწავლა, კითხვა და მხატვრული ლიტერატურა. იმის მაგივრად რომ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი, სწავლას მივეძალე და ასე განათლების მიღებაში გადის დრო.
აღარ მრჩება დრო არაფრისთვის. არც დარდისთვის, არც ტკივილისთვის, აღარც ფეისბუკისთვის.
მაგრად ვარ. ამ სემესტრში სახელმძღვანელოების გარდა, სამი წიგნი წავიკითხე. სამივეზე #responseessay დავწერე და მივხვდი თუ როგორ გავიზარდე როგორც პიროვნება. რამდენი რამ ვისწავლე და გავიაზრე. ინტელექტუალური შიმშილი გამოგიცდიათ? მე ასეთ შიმშილს ვგრძნობ წიგნების მიმართ.
ვაგრძელებ სწავლას.
ამასობაში ნიუ-იორკში აცივდა და გემრიელი წვნიანების დრო მოვიდა.
ვამზადებ გოგრის უგემრიელეს სუფს. რეცეპტი შეგიძლიათ ნახოთ, ჩემს მეორე წიგნში, რომელიც #ბიბლუსში იყიდება. აუცილებლად შეიძინეთ, მოამზადეთ უცხოური კერძები და ისიამოვნეთ.
ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, #გავავრცელო #სიყვარული ყველას მიმართ“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორ ხართ? ბევრი თქვენგანი მწერს: “ცისნამი, სად ხარ დაკარგული? მოგვენატრე! ფეისბუქზე…
Posted by Tsisnami Sakvarlishvili on კვირა, 10 ნოემბერი, 2024