LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა თქვენ მართლა ზედმეტები არ მოგივიდეთ ყველას! შეირგეთ ის ბოდიშიც, რომელიც იყო გულწრფელი.. წესიერად მოიქეცით“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას 

393
მდ მზა

„ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიშიც, ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი,“ – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

სხდომა ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელი განცხადებების საკითხზე დაპირისპირებით დაიწყო.

„ახლა, თქვენ, მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ ყველას ერთად და რატომ – გუშინ, გადააჭარბაო და ჩვენ თვითონ დავგმეთ, ადამიანმა ბოდიშები იხადა და ამ დროს, არცერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური, ვერც ვლაპარაკობ და ვერც გავიმეორებ, რა ბანერი გაშალეთ აქ (პარლამენტის სხდომათა დარბაზში) თეა წულუკიანი რომ იყო. ქალი არ იყო, თუ ადამიანი არ იყო?

mona.ge-ზე რომ გამოაქვეყნეს ქალი დეპუტატები, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეს ნაკლები შეურაცხყოფაა? მეტი არ არის?

აქ რომ რაღაცებს გაუშლით წულუკიანს, მაშინ იფიქრეთ, არის თუ არა ეს უფრო მეტი შეურაცხყოფა და მოღალატის ძახილი..  ცოტა წესიერად მოიქეცით მართლა, ყველა,“ – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“ 

სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც.

ანა წითლიძე: პოლიტიკაში მოვედი სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შემხვდებოდა გზად, რომელსაც თავს კი არ დავუხრიდი უბრალოდ სახეს ავახევდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g