გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპი იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებდა. „მოდის“ გადაღებები ბუდაპეშტში მიმდინარეობდა. ახლა კი უახლესი დეტალები გახდა ცნობილი.
ჯონი დეპი ამადეო მოდილიანის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს
ფილმი დენის მაკინტაირის პიესაზეა დაფუძნებული და ეს იქნება ჯონი დეპის მეორე სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო ნამუშევარის. Modi – Three Days on the Wings of Madness–ის პრემიერა მომავალ თვეში, „სან-ბასტიანის კინოფესტივალზე“ შედგება.
ფილმში მოდილიანის როლს რიკარდო სკამარჩიო ასრულებს. კინოსურათში ასევე მონაწილეობენ ალ პაჩინო, სტივენ გრეჰემი და ანტონია დესპლატი.
„ალ პაჩინოსთვის, რომელმაც მთხოვა ეს ფილმი გადამეღო, როგორ შემეძლო უარის თქმა? გულწრფელად მადლიერი ვარ მისი, რადგან მთელი თავისი ტალანტი გულუხვად მიუძღვნა ამ პროექტს“, – აცხადებს დეპი.
დიდი დაბრუნება წითელ ხალიჩაზე – „კანის კინოფესტივალი“ ჯონი დეპის ფილმით გაიხსნა