LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: გონების კარგვაზე არაფერი გამიგია, მაგრამ ძალიან ცუდად რომ არის და ნებისმიერი მომენტში შეიძლება უბრალოდ გაქრეს, ამას ვხედავ

149
ალასანია და მიშა

„გონების კარგვაზე მე არაფერი გამიგია, მაგრამ ძალიან ცუდად რომ არის და ნებისმიერი მომენტში რომ შეიძლება უბრალოდ გაქრეს, ამას ვხედავ“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

კლინიკა „ვივა მედში“ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, რა ჩივილები აქვს ახლა მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ალასანიამ თქვა, რომ „ამას ჩივილიც აღარ ჰქვია და ადამიანი მომაკვდავია“.

მეუფე ნიკოლოზი: ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში.. სიკვდილის პირას არის, ნამდვილად

აპირებს თუ არა, ექსპრეზიდენტი 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით დღეს საკუთარ პროცესზე დისტანციურად ჩართვას, ალასანიამ უპასუხა, რომ „ვერ დააპირებს, იმდენად ცუდადაა“.

როგორც მანვე აღნიშნა, სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები აპირებენ შესვლას, თუმცა არ იცის როდის.

ვიდეო: მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები, რომელიც პირველად ვრცელდება

მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები, რომელიც პირველად ვრცელდება

ამასთან, გიული ალასანია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მოსამართლე გიორგი არევაძის დასაბუთებას. მისი შეფასებით, ეს დასაბუთება ძალიან სუსტია.

„ძალიან ცუდადაა დასაბუთებული, სუსტად, არა უბრალოდ მავნებლურად, არამედ, მესამე კლასელის დაწერილს ჰგავს. მიჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანის დაწერილიც არაა და პირდაპირ დაწერილი დაუდეს.“– განაცხადა გიული ალასანიამ.

„ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა – თქვენ გარდა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის შესაძლებლობა არავის აქვს“ – სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g