LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა – თქვენ გარდა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის შესაძლებლობა არავის აქვს“ – სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

160
მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გვარამაძეს მიმართავს და ითხოვს აპარატმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამედიცინო კონსილიუმი გაგზავნოს. ამის შესახებ მიმართვა ექსპრეზიდენტის სოციალურ ქსელით ვრცელდება:

„საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თამარ გვარამაძეს

მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის.

იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით.“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g