LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე დარახველიძე: სპეკულაციები აღარ არსებობს – დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე

144
ალექსანდრე დარახველიძე

სუს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის შესაბამისად იმოქმედა – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

დარახველიძის განცხადებით, „დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს“.

„როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სრულყოფილი და დეტალური გამოძიება. 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, 90-მდე პირი გამოიკითხა, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოთხოვილია ყველა შესაბამისი რელევანტური დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ამ საქმის გამოძიებისთვის და დადგინდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად.

„აქციაზე გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი“ – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე, „კამიტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. 

არ დადასტურდა, რომ თითქოს, გამოყენებული იყო ნივთიერებები, რომელიც იყო აკრძალული და შეიცავდა ნივთიერება „კამიტს“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი.

შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს. დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს“. – განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

„ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ექსპერტების, თვითმხილველების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დაშინების ტალღით – ხელისუფლებამ აკრძალული ქიმიური ნაერთების შესაძლო გამოყენებაზე ეფექტიანი გამოძიება უნდა უზრუნველყოს“ – Amnesty International

სუს-ის ინფორმაციით კი, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. მათივე ინფორმაციით, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – „კამიტი“ კი შსს-ს არასდროს შეუძენია”.

magti 5g