LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალისია ვიკანდერი „ტომბ რაიდერის“ წარდგენაზე ულამაზესი ჰაეროვანი კაბით მივიდა (ფოტო)

156

ალისია ვიკანდერი ახალი ფილმის, „ტომბ რაიდერის“ ფოტოსესიას დაესწრო, რომელიც მადრიდში, სასტუმრო სანტო მაუროში შედგა. მსახიობი ფოტოგრაფებთან და ფილმის საპრეზენტაციო ბანერთან ყავისფერი, ჰაეროვანი კოქტეილის კაბით გამოჩნდა. ოსკაროსანმა მსახიობმა კაბა ამავე ფერის მაღალქუსლიან ჩექმასა და მინიმალისტურ მაკიაჟს შეუხამა. გაშლილი თმითა და საფირმო ღიმილით ალისია შეუდარებელი იყო.

მადრიდში მსახიობი მეუღლესთან, მაიკლ ფასბენდერთან ერთად ჩაფრინდა, თუმცა ფოტოსესიაზე ის მარტო მივიდა. ახალი ფილმი გახმაურებული კომპიუტერული თამაშის გმირის შესახებ ეკრანებზე 6 მარტს გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ფილმში ალიასია ვიკანდერმა ანჯელინა ჯოლი ჩაანაცვლა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები