„ფოტო გამომიგზავნეს იმ ქალაქის ბიბლიოთეკიდან, სადაც 2017 წელს ოპერად ვცხოვრობდი – Kirchheim unter Teck“, – ამის შესახებ მომღერალი ნათია თოდუა სოციალურ ქსელში წერს.
ნათია თოდუა წერს, რომ აღნიშნულ ბიბლიოთეკაში ცნობილი მუსიკოსების ცხოვრებაზე დაწერილ წიგნებს ეძებდა ხოლმე. მომღერალი წერს, რომ ადამიანებმა არასდროს არ უნდა დაივიწყონ თავიანთი ოცნებები.
„ამ ბიბლიოთეკას ხშირად ვსტუმრობდი, რომ მეპოვა წიგნები ცნობილი მუსიკოსების ცხოვრებაზე.
თითქოს მათ ისტორიებში ჩემს თავს და ისტორიას ვეძებდი.
ყველგან ვეძებდი იმედს, რომელიც ერთ დღესაც ჩემთან მოვიდა
არასდროს არ დაივიწყოთ თქვენი ოცნება და არასდროს თქვათ უარი სცადოთ კიდევ და კიდევ.
წაიქცევი? ადექი!
წაგაქცევენ? ადექი!
გადაგივლიან? მაინც ადექი!
იმიტომ რომ შენი გზა ოცნებამდე შენია!
კონცერტი გუშინ საღამოს გაიმართა , იყო ძალიან ემოციური და თბილი.
მალე გაგიზიარებთ ფოტოებს და ვიდეობს“, – წერს ნათია თოდუა.