LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ქვეყანაში ჩვენი შვილების მომავალი დაუცველია, შვილებს ქუჩაში გვიხვრეტენ! მოვლენები, რომელიც დღეს ყველა ქალაქში ვითარდება, სულის ამოძახილია, დაგროვილი უსამართლობა ნიაღვრად იქცა, გონივრული გამოსავალი თუ არ იქნა მოფიქრებული, კარგს არაფერს გვიქადის“ – იზა ომაძე

116
იზა ომაძე

2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც იზა ომაძე წერს, „მოვლენები, რომელიც დღეს ქვეყნის ყველა ქალაქში ვითარდება, სულის ამოძახილია და დაგროვილი უსამართლობა ნიაღვრად იქცა“.

„ვწუხვარ, რომ ვერ ვესწრები შეკრებას, რომელიც წალენჯიხაში იმართება დღეს ჭადრაკის სასახლესთან…

მგონი, მაქვს უფლება, ბოდიშის მოხდით ვთქვა: ამ ქვეყანაში ჩვენი შვილების მომავალი დაუცველია, შვილებს ქუჩაში გვიხვრეტენ!

სამართალს გვართმევენ! ქვეყანას კურსს უცვლიან! არჩევნებს გვიყალბებენ… სია უსასრულოა…

ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს ძალადობისკენ, სისასტიკისკენ მოვუწოდო, მაგრამ ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს გვაქვს უფლება, ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ!!!

მოვლენები, რომელიც დღეს ქვეყნის ყველა ქალაქში ვითარდება, ეს სულის ამოძახილია, დაგროვილი უსამართლობა ნიაღვრად იქცა და თერგის ძალას იძენს, გონივრული გამოსავალი თუ არ იქნა მოფიქრებული, კარგს არაფერს გვიქადის!!!

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჩვენს მუნიციპალიტეტზე თქვა: „წალენჯიხა სიმბოლოა საქართველოსი“-ო!

უფალმა ინებოს, რომ თითოეული წალენჯიხელიც სამაგალითო შვილი ყოფილიყოს ამ ქვეყნისა…

ერთად დგომით, ერთობით, უფლის სიყვარულით გავაგონოთ ჩვენი ხმა! გამარჯვებული წალენჯიხის ხმა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ქვეყანას, სადაც ადამიანი არის პრიორიტეტი და არა მხოლოდ ადამიანთა ერთი ჯგუფი!!!

უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი წალენჯიხის, ჩვენი ოჯახების მფარველი!!!

ხუთი წალენჯიხელის დედა, წალენჯიხაზე გულანთებულად შეყვარებული ნიკო კვარაცხელიას დედა – იზა ომაძე…

ჩემი ოჯახი ცით, მიწით, გულით და სულით თქვენთანაა!!! ევროპა ჩვენი არჩევანი კი არ არის, ჩვენ ვართ ევროპა!!!“ – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

„მომავალი აუცილებლად გაიმარჯვებს! გავიმეორებ ნიკოს სიტყვებს: წალენჯიხა არის Role model-ი საქართველოსი“ – იზა ომაძე

ვწუხვარ რომ ვერ ვესწრები შეკრებას რომელიც წალენჯიხაში იმართება დღეს ჭადრაკის სასახლესთან… მგონი მაქვს უფლება ბოდიშის…

Posted by Iza Omadze on კვირა, 01 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g