ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე დღეს იუბილარია.
იზა ომაძეს დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს მისი მეგობარი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე და მას ემოციურ სტატუსს უძღვნის.
„დღეს ამ საოცარი გოგოს, ჩემი ნიკოს დედის დაბადების დღეა! ერთგული, გულთბილი, ძლიერი, თავდადებული და, რაც მთავარია, დიდებული ადამიანი.
ნიკოს გარეშე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მისი შინაგანი ძალა – მისი მიმტევებლობა, მოთმინება და სიდინჯე.
იზა, მინდა ჯანმრთელად იყო – შენი ნიკოსთვის, გიასთვის, შვილებისთვის და ჩვენთვის, შენი მეგობრებისთვის. მეამაყები და მეიმედები.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო უმაგრესო გოგო!“, – წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.
დღეს ამ საოცარი გოგოს ჩემი ნიკოს დედის დაბადების დღეა! ერთგული, გულთბილი, ძლიერი, თავწდადებული და რაც მთავარია,…
Posted by Nino Zambakhidze on სამშაბათი, 27 მაისი, 2025