LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ სიცივეში გარეთ ჩხუბი არავის ეხალისება, „ოცნების“ მხრიდან გონივრულ კომპრომისს ველოდებით: ელისაშვილი

144
BeFunky-collage (6)

პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად მოლაპარაკებებმა აშშ-ს ელჩის რეზიდენციიდან დღეს ევროკავშირის ელჩთან გადაინაცვლა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერების უდიდესი ნაწილი ისევ ხელახალ არჩევნებს ითხოვს და მმართველი გუნდის მხრიდან გონივრულ წინადადებას ელის.

ამ თემაზე დღეს პარტია „მოქალაქის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ ისაუბრეს.

“აი, ამისთვის ვიბრძვით, ამისთვის არის ეს მოლაპარაკებები. ამ სიცივეში გარეთ ჩხუბი არავის არ ეხალისება. ჩვენც ველით სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან გონივრულ კომპრომისს და ამიტომ ვართ შეკრებილები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“იყო მცდელობა კონკრეტულ არჩეულ პარლამენტის წევრებთან შემდგარიყო მოლაპარაკება”- ანზორ ბიწაძე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ მხარესაა.

“უნდა განვიხილოთ აზრიანი წინადადება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და არა რაღაც იმდაგვარი, რომლითაც გვეტყვიან, რომ თურმე პარლამენტში ჩვენი სურვილის წინააღმდეგ უფლებამოსილებას არ შეგვიწყვეტენ. ამიტომ აზრიან წინადადებას ველით და იმედი გვაქვს, ხელისუფლება ელემენტარულ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ამ ქვეყნის მომავლის წინაშე“,- განაცხადა ბაქრაძემ.

“ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები” – გიორგი ბოტკოველი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g