LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაზე კარგი წამალი უძილობისთვის არ არსებობს!“ – როგორ ვუშველოთ უძილობას? არუნ ხათრის რეკომენდაცია

5164
არუნ ხათრი

როგორ ვუშველოთ უძილობას? – ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი გვიზიარებს იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა ყოველდღიური კვების რაციონიდან ამოღება, მისი თქმით, მშვიდი ძილის საშუალებას მოგვცემს.

ხათრის რეკომენდაციები სრულყოფილი ძილისთვის კიდევ რამდენიმე რჩევას მოიცავს, მათ შორის რეცეპტს, რომელიც ხალხური მედიცინის სპეციალისტის თქმით, უძილობის დასამარცხებლად იდეალური საშუალებაა:

„ეს პროდუქტები იმ ტიპის საკვებია, რომელიც ორგანიზმში მჟავიანობის მომატებას იწვევს.

ესენია: ციტრუსები – ფორთოხალი, ლიმონი და ასე შემდეგ.

მძიმე საკვები – მაგალითად ლობიო, ბარდა, ოსპი და ასე შემდეგ რომელიც იწვევს შებერილობას.

ძილის წინ არ სქროლოთ მობილური.

ძილის წინ ფეხის აბაზანები ჩაიტარეთ თბილ წყალში. ის ხსნის დაღლილობას.

და ბოლოს მუსკატის კაკალი, რომელზე კარგი ძილის წამალი არ არსებობს სახლის პირობებში.

დაფქვით მუსკატის კაკალი, კოვზის წვერზე რაც მოთავსდება (2 გრამი) შეურიე რძეში ან ცხელ წყალში და დალიეთ ნახავთ თქვენი ძილი როგორ გაუმჯობესდება“, – ამბობს არუნ ხათრი.

როგორ დავიძინოთ კარგად❤️❤️

Posted by Arun khatri on შაბათი, 16 სექტემბერი, 2023
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g