LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amazon-ი სასამართლოში 1000-ზე მეტ მომხმარებელს უჩივის

48

საქმე ეხება ყალბ კომენტარებს, რომლებსაც მომხმარებლები სხვადასხვა პროდუქტის შეფასებისას ტოვებენ. როგორც BBC News იუწყება სასამართლო სიეტლში გაიმართება, სადაც Amazon-ის მთვარი ოფისი მდებარეობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის რეპუტაციამ იზარალა ყალბი კომენტარების გამო.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კომპანიები თავისი პროდუქტის რეკლამირებისთვის ფულსაც უხდიდნენ მომხმარებლებს, რომლებიც კარგ შეფასებას აძლევდნენ მათ. ამით კი პროდუქტს, ინტერნეტ-მაღაზიაში რეიტინგი ემატებოდა. Amazon-მა ჩაატარა გამოძიება და IP-მისამართებით გამოავლინა 1114 ადამიანი, რომელთა წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები