LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბავი, რომელსაც წლებია ველოდით – შენია ტვეინი და ტეილორ სვიფტი დუეტს წერენ

164
ტეილორ-სვიფტი

თანამედროვე მუსიკალური სამყაროს  ყველაზე კომერციული არტისტი, ტეილორ სვიფტი ყოველთვის ღიად საუბრობდა, რომ მისი მუზა მუსიკაში, ლეგენდარული შენია ტვეინი იყო. თავის მხრივ, არც შენია მალავდა სიყვარულს ქანთრის ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ. შენია 90-იან წლებში თავადაც ატარებდა ქანთრი მუსიკის დედოფლის სტატუსს, მის ანგარიშზე „გრემის“ არაერთი ნომინაცია და პრესტიჟული ჯილდოა, მათ შორის კოლაბორაციები მსოფლიოს წამყვან არტისტებთან.

ამჯერად 58 წლის შენია ტვეინმა ინსტაგრამზე თავისი ცნობილი ჰიტის Man! I Feel Like A Woman და ტეილორ სვიფტის სიმღერის, Look What You Made Me Do-ს ნაწყვეტები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი ძალიან მოსწონს. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ლეგენდარული ტვეინისა და ტეილორ სვიფტის დუეტი, მზადების პროცესშია. ტეილორ სვიფტი აქტიურად არის დაკავებული ძველი ალბომების განახლებით. ამჯერად სვიფტი თავის ცნობილ ალბომზე Taylor Swift მუშაობს, სადაც ვარაუდობენ, რომ შენია ტვეინთან დუეტი შევა.

ტყის მცველობიდან მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად მუსიკოსობამდე – შენაია ტვეინის რთული გზა ვარსკვლავობამდე

ტეილორ სვიფტი პირველი ქალი არტისტია, რომელსაც თვეში Spotify-ზე 100 მილიონი მსმენელი ჰყავს

„სვიფტოლოგია“ – ბელგიის უნივერსიტეტში ტეილორ სვიფტის სიმღერების შესახებ კურსს წაიკითხავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები