LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამჟამინდელი პარლამენტის ერთადერთი ფუნქცია ამ ეტაპზე, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებაა: ზურა ჯაფარიძე

39
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერების რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის და ეს არაფერს ცვლის. როგორც ჯაფარიძემ პარლამენტში, სხდომაზე განაცხაადა, არანაირი კრიზისი განმუხტული არაა.

“მე აქ მოვისმინე, რომ კრიზისი აღარ არისო და თან ხელოვნური კრიზისი იყოო. კრიზისი არ იყო დამოკიდებული იმაზე ვიღაც შემოვიდოდა თუ არ შემოვიდა დარბაზში, ეს საერთოდ არაფერს ცვლის . კრიზისი არის გარეთ, ადამიანების თავებში და მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს და მათ შორის, ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ღირდეს დარჩენა, ცხოვრება და ყველა არის აქედან გაქცევაზე,”- თქვა ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, მანამ, სანამ ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ შეიძლება აქედან გამოვიდნენ, მანამ, სანამ ისინი არ გადაწყვეტენ, რომ აქ ღირს ცხოვრება, აქ ღირს შვილების გაჩენა, აქ ღირს რაღაცების გაკეთება, მანამდე ეს კრიზისი დაძლეული არ იქნება, მიუხედავად იმისა, პარლამენტში 2 დეპუტატი შევა, თუ 22.

“პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა შემოდგომაზე დანიშნული თვითმმართველობის არჩევნებია. ამჟამინდელი პარლამენტის ერთადერთი ფუნქცია ამ ეტაპზე, სწორედ ამ არჩევნებისთვის მზადებაა, რადგან ის რეფერენდუმად იქცა,” – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ინდივიდუალურად ხელმომწერი პოლიტიკოსების ნაწილი პარლამენტში შევიდა. მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების აქციისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ.

ამავე თემაზე:

დარბაზში რომ შევალ, ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, დღეს ეს იცვლება, მეტი არაფერი: პარლამენტში მისული ჯაფარიძე

არანაირ ამნისტიის კანონს მხარს არ დავუჭერთ, რომელიც შესაძლებელია, ოდნავ მაინც რისკს შეიცავდეს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა დანაშაულს თავი აარიდონ: ბადრი ჯაფარიძე

20 ივნისს დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, პარლამენტთან აქციას მართავენ

პოპულარულები