LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

American Music Awards-ის გამართვის თარიღი ცნობილია – დაჯილდოება ორ წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება

266
photo-collage.png

American Music Awards-ის გამართვის თარიღად, 26 მაისი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოება” ორ წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება.

2024-ში, American Music Awards ისტორიაში მეორედ გადაიდო. პირველად ის 2023 წელს დაქენსელდა.

შარშან, დაჯილდოების საიუბილეო, 50-ე თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური შოუ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ყველა დროის საუკეთესო არტისტებმა და ბენდებმა, მათ შორის: მერაია ქერიმჯენიფერ ჰადსონმარეიმგლედის ნაითმაჩაკა ჰანმაGreen Day-იმ და Stray Kids მიიღეს.

ვიდეო: 80 წლის გლედის ნაიტი და 71 წლის ჩაკა ხანი სცენაზე შეუდარებლად წარდგნენ

შეგახსენებთ, რომ პოპ კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის მეორედ გადადების მიზეზი, ABC-სთან სამაუწყებლო კონტრაქტის დასრულება გახდა. ახალი შეთანხმების თანახმად, ის ამიერიდან, CBS-ის ეთერში გავა.

,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოება” 1973 წელს, დიკ კლერკმა დააარსა. ის ,,გრემის” ალტერნატიულ დაჯილდოებას წარმოადგენს, თუმცა ,,გრემისგან” განსხვავებით გამარჯვებულებს ფანების ხმის მიცემის პრინციპით ავლენს. პირველი დაჯოლდოება 1974 წელს გაიმართა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები