LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა საუკეთესოდ ისევ Porsche 911 დაასახელეს

84

Initial Quality Study-ის ხარისხის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც J.D. Power-მა ჩაატარა, საშუალოზომიანი პრემიალური სპორტული ავტომობილების სეგმენტში, უკვე მეექვსედ, საუკეთესოდ Porsche 911 დასახელდა.

კარგი შეგასება აქვს მოდელ Macan-საც, რომელიც უკვე მესამედ რესპოდენტებმა საუკეთესოდ დაასახელეს კატეგორიაში „კომპაქტური პრემიალური ავტომობილი SUV კლასში”. ხოლო ფირმის ლაიფციგის ქარხანამ, რომელიც Cayenne-ს, Macan-სა და და Panamera-ს აწყობს, აფრიკისა და ევვროპის ქარხნების რეიტინგში  ჯილდო Gold Award-ი მიიღო.

 „ხარისხი – ეს ბრენდის ნიშანია. ჩვენ სხვა კომპრომისს არ ვიღებთ. უკვე 50 წელზე მეტია შეუწყვეტლად ვაუმჯობესებთ და ვსრულყოფთ Porsche 911-ს”– განაცხადა პორშეს მმართველთა საბჭოს თავჯდომარემ ოლივერ ბლიუმემ.

Initial Quality Study-ის კვლევის ფარგლებში J.D. Power-ის სპეციალისტები ახალი ავტომობილების მფლობელებს  წელიწადში ერთხელ, მათ საკუთრებაში გადასვლიდან 90 დღის შემდეგ ესაუბრებიან. რიგით 31-ე გამოკითხვისას ამერიკელ მძღოლებს სპეციალისტებმა 233 სხვადასხვა კატეგორიაში დაუსვეს კითხვები. კონკრეტულად კი ავტომფლობელები ისეთ მახასიათებლებს აფასებდნენ, როგორიც არის „შთაბეჭდილება მართვისას” ან „ძრავი და ტრანსმისია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები