LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამინდს მაინც ვერ ქმნიან“ – პესკოვი ალა პუგაჩოვასა და რუსეთიდან წასულ სხვა არტისტებზე

1151
პესკოვი

პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი კულტურის სფეროს წარმომადგენელთა რუსეთიდან გადინების ფაქტს აფასებს. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს ის ალა პუგაჩოვას, მაქსიმ გალკინისა და სხვების გამგზავრებას, პესკოვი ამბობს, რომ ამ თემის დრამატიზება არ შეიძლება.

„ეს მთავარი არაა. ვერც ერთი მათგანი ვერ შექმნის და ვერ ქმნიდა ამინდს. რუსეთი მდიდარია არტისტებით, უნიჭიერესი ადამიანებით, ამიტომ რამდენიმე ადამიანის გამგზავრება დრამატულ ფაქტად არ მიმაჩნია“, – ამბობს პესკოვი.

პესკოვი შოიგუზე: ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მედიასთან აქტიურობის დრო არ არის 

ალა პუგაჩოვა ისრაელში დიაბეტისა და გულის დაავადების გართულებით ჩაფრინდა – ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი, უცნობია (fortuna.ge)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები