LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამჯერად შვილების მეურვეობის ქვეშ?“ – ბრიტნი სპირსი ახალ კადრებს გვიზიარებს

1802
page

ბრიტნი სპირსმა, რომელსაც ბოლო წლებში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, სოციალურ ქსელში მათთან ერთად გადაღებული ახალი კადრები გააზიარა.

44 წლის მომღერალმა 19 წლის შონ პრესტონთან და 18 წლის ჯეიდენ ჯეიმსთან ერთად უქმეები იახტაზე გაატარა. სადაც სპირსმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და კამერის წინ ენერგიული ცეკვები შეასრულა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ ვიდეოში მომღერალი შვილებთან ერთად ნავზე იმყოფება, ხოლო სხვა კადრებში ის ბიკინიში, კამერის წინ ცეკვავს, პერიოდულად საცურაო კოსტიუმის კიდეებსაც ასწორებს.

„ამჯერად შვილების მეურვეობის ქვეშ?“, – ასე აფასებენ სოციალურ ქსელში სპირსის ახალ გამოჩენას.

ვიდეო: „რანაირად იქცევა შვილთან!“ – ბრიტნი სპირსი „ინსტაგრამზე“ დაბრუნდა და კვლავ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია

ბრიტნი სპირსი დაკავების შემდეგ პირველად გამოჩნდა

„დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერი ქალია და შეძლებს ამ ყველაფრის გადალახვას“ – ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი, სემ ასგარი დუმილს არღვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები