ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ქარელში, “ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან “მთავარი არხის” ოპერატორის გადმოგდების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
“კიდევ ერთი ამორალური ტყუილი “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შესრულებით. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, თუ როგორ მოჰყვა მან ამბავი, თითქოს ჩვენი ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მისი თანამშრომელი, ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ვციტირებ, მან ასე განაცხადა.
რა ხდება სინამდვილეში – ბექა ყორშია და მისი ოპერატორი, მივიდნენ ქარელის მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია, არავის გაგიკვირდებათ ალბათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და გაგრძელებად კითხულობდა “ჩლიქოსანს”, მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წარმომადგენლებს, საუბარია, რომ ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს და მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით, “მთავარი არხის” ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც არის იქ ე.წ. ტერასაზე კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.