LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამის აეროპორტში თვითმფრინავებს ბუქსირით გადააადგილებენ, რათა გამონაბოლქვი შეამცირონ

44
kevin-bosc-dgmczcw01vs-unsplash

ამსტერდამში, სხიპჰოლის აეროპორტში თვითმფრინავებს ტერმინალიდან საფრენ ბილიკამდე და უკან, სპეციალური სატვირთო ავტომობილი ბუქსირით მიიყვანს. ლაინერების მიწაზე გადაადგილების შემცირებით ჰაერში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობაც შემცირდება.

თვითმფრინავის მიტანის ასეთი სერვისი ამსტერდამელებმა უკვე დატესტეს. პილოტები ამ პროცესში ხომალდის ძრავს საერთოდ არ ამუშავებდნენ.

უფრო მასშტაბური ცდები მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება. 2030 წლიდან კი ეკოლოგიური გადაადგილება აეროპორტის სტანდარტული პროცედურა გახდება.

ევროპული ავიაბაზები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეკოლოგიური გადაწყვეტილებები არამხოლოდ თვითმფრინავებისთვის, არამედ ინფრასტრუქტურისთვისაც მიიღონ. მაგალითად, ბრიუსელის აეროპორტმა გაზონების გასაკრეჭად ცხვრები „დაიქირავა“. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რადგან ცხვრები გარემოს არ აბინძურებენ და ბიომრავალფეროვნებასაც იცავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები