LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: „ოცნების“ ამოცანაა ოკუპანტებისთვის კომფორტის შექმნა და არა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა“

117
ანა ნაცვლიშვილი

„ოცნების“ ამოცანა არის ოკუპანტებისთვის კომფორტის შექმნა და არა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ნაცვლიშვილი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა და თქვა, რომ სამარცხვინოა, როცა საქართველოს პარლამენტს ევროპარლამენტი ასწრებს მსგავსი რეზოლუციის მიღებას და ხელისუფლება ამის გაკეთებას არც განიხილავს.

„მადლობა ევროპარლამენტს, საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისთვის“ – შალვა პაპუაშვილი

„საქართველო გააგრძელებს მჭიდრო კონსულტაციებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან.“

„მივესალმები და მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის. სამარცხვინო და სავალალოა, რომ ევროპარლამენტი ასწრებს ეროვნულ პარლამენტს გამოხატოს თავის პოზიცია ამ სასტიკ მკვლელობასთან, მშვიდობიანი ადამიანის დახვრეტასთან დაკავშირებით.

ხელისუფლებას რომ ეს პოზიცია არ აქვს და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების დაცვა რომ არ არის მისი ამოცანა ეს ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის, მაშინ, როცა დახვრეტილ მშვიდობიან მოქალაქეზე ამბობდნენ, გარდაიცვალაო. ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია და სახე ამ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით და ზოგადად ოკუპაციასთან დაკავშირებით.

ანა ფოტიგა: „თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.. მინდა ამ საკითხზე დებატები და რეზოლუციის მიღება მოვითხოვო“

ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, თუ გვინდა ამის დანახვა, ვისაც არ უნდა, გასაგებია, რატომაც არ უნდა, მაგრამ, მოქალაქეები, ვისაც სურთ რეალობას გაუსწორონ თვალი, კარგად ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა არის ოკუპანტებისთვის კომფორტის შექმნა და არა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა“. – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კობახიძე: „ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, იყო პროვოკაციები და ვაჟკაცი კაცი მოგვიკლეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები