უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევის ოლქში მომხდარი სისასტიკე, კიდევ ერთი დასტურია, რომ 1992 წელს აფხაზეთში ომი რუსეთმა დაიწყო.
გოცირიძის თქმით, ხმამაღლა უნდა ვყვიროდეთ, რომ აფხაზეთშიც იგივე ხდებოდა, იმისთვის, რომ ჩვენი სკაკითხის მიჩუმათება არ მოხდეს.
„კიევის ოლქში დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობის ფოტოები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ომი რუსეთმა 1992 წელს აფხაზეთში დაიწყო. იქაც ეფექტური კონტროლი რუსებს ჰქონდათ, შემსრულებელი კი ხან კონფედერატები იყვნენ და ხან თავად რეგულარული ჯარი.
ბუჩაზეც იტყვიან, თავად შეუკრეს უკრაინელებმა ხელი და თავად დახვრიტეს ხალხიო, როგორც ჩვენ თვითმფრინავის გადაღებვას და სოხუმის დაბომბვას გვაბრალებდნენ.
ამას საქვეყნოდ უნდა ვყვიროდეთ, რომ ჩვენი საკითხის მიჩუმათება არ მოხდეს“. – წერს ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში.
საგარეო უწყება – მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას
ეს არის გენოციდი: ზელენსკი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბუჩაში ომის დანაშაულების ჩადენას
ეს არის ყველაზე “უწყინარი” კადრი, რისი ჩვენება გავბედე… ბუჩაში დღეს ასეთი სურათი დაგვხვდა- ქაცარავა