LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერმა 15 კილო დაიკლო – „კილოგრამებს წარსულის სევდაც გავატანე თან…“

36357
ani-giunteri-news

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი შესაშურ ფორმაშია. მასისი ბოლოდან მოყოლებული მან მოახერხა და 15 კილო დაიკლო. მშვენიერ ტელეწამყვანს არც აქამდე აწუხებდა დიდად წონის პრობლემები და საკუთარ თავთან ჰარმონიაშიც იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად მოსწონს ძველი გადერობიდან რაღაც სამოსის მორგება, თუმცა ახლის შეძენის დროც დაუდგა.

ანი fortuna.ge-ს წონის დაკლებასა და ახალ ცხოვრებაზე ესაუბრა.

ანი გიუნტერი:

მაისიდან სექტემბრამდე მოყოლებული 15 კილო დავიკელი. ამჟამად 64 კილოგრამს ვიწონი. ეს მოვახერხე კონკრეტული ცენტრის საშალებით, დამეხმარა ჯანსაღი კვების ტრენერი, რომელმაც ბევრი რამ სხვანაირად დამანახა.

ჩემი კვება იწყება დილიდან, ჯერ კოქტეილით, შემდეგ, საათნახევარში მცირე წახემსებით, სადაც შედის რძის პროდუქტები და ხილი, 1-დან 4-მდე ჩემთვის სასურველი საკვებით შემიძლია ვისადილო, სადაც აუცილებლად შედის ცილოვანი საკვები, ბოსტნეული, შემდეგ კეფირი შემიძლია დავლიო და საღამოს კიდევ ვჭამო ბოსტნეული.

გაწუხებდა წონა?

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მაწუხებდა. წონის კლებამ გარდერობის შეცვლის საკითხიც დააყენა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ზოგი რამ ჩემი გარდერობიდან ახლა უფრო მეტად მიხდება. წონის მომატებასა და კლებას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. მატების პლუსი ის არის, რომ სამოსში უფრო მეტად გეკვეთება ქალური ფორმები და ეს ყოველთვის მომწონდა. არავისთვისაა უცხო, რომ მაგალითად, წონის მატებასთან ერთად მკერდიც იზრდება (იღიმის). მეორე მხრივ, კილოგრამების მოკლებას თავისი პლუსები აქვს და სამოსი ახლა უფრო სხვანაირად მიხდება. ზოგადად კი, მივიჩნევ, რომ შეიძლება, მომავალშიც მოვიმატო 5 კილო ან დავიკლო და ამან ჩემს განწყობაზე არ უნდა იმოქმედოს…

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაკლებულ კილოგრამებს ბევრი სევდა და ცუდი რამ გავატანე წარსულიდან, ზედმეტ წონასთან ერთად ზედმეტი ემოციებისგანაც გავთავისუფლდი. ვეჯიბრები მხოლოდ საკუთარ თავს და სხვას არავის და მადლობელი ვარ თითოეული წამის, ასევე საკუთარი თავისაც, რომ იმის გაკეთება შემიძლია, რასაც ვაკეთებ.

ერთ-ერთი ბრენდის სახეც გახდი საქართველოში.

კი. გავხდი Twinset-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სახე და ბევრი რამ მოვირგე მათი ახალი კოლექციიდან. ჩემს შემთხვევაში სამოსი უნდა იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ კომფორტულიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ რა ცვლილებები გაქვს?

ის, რომ კანის მოვლას მეტ ყურადღებას ვუთმობ. ზოგადად, სტრესულ გარემოში მიწევს მუშაობა და ეს წლებია გრძელდება, პირდაპირ ეთერს ვგულისხმობ, ეს კი ქალის სახის კანზე აისახება. გარდა ამისა, წონის კლებაც პირდაპირ უკავშირდება ამ თემას, ამიტომაც მივმართავ სხვადასხვა პროცედურას, მათ შორის ბიორევიტალიზაციას და მას, რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტებთან ვიკეთებ. ასე რომ, თავის მოვლის პროცედურები გავააქტიურე.

ფოტო: ანა კოსტომაროვა

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g