LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი „ლარა კროფტის“ სანახავად კინოში შვილებთან ერთად წავიდა

191

ბოლო დროს, ანჯელინა ჯოლი სულ უფრო მეტ დროს ატარებს შვილებთან ერთად. ამ დღეებში ვარსკვლავური ოჯახი სრული შემადგენლობით „ლარა კროფტის“ სანახავდ კინოში გაემართა. შეგახსენებთ, რომ წლების წინ მთავარ როლს ფილმში  სწორედ ჯოლი ასრულებდა.

ვარსკვლავი მაკიაჟის გარეშე იყო და დიდი მზის სათვალე ეკეთა, თუმცა კანის დეფექტის დამალვა მან მაინც ვერ შეძლო. ბოლო ინტერვიუებში მსახიობმა ბევრჯერ აღიარა, რომ დაბერების ეშინია, თუმცა ამ პროცესის ხელოვნურად შეჩერების მომხრე არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ანჯელინა მარტო ზრდის ექვს შვილს: სამი მათგანი მან ბრედ პიტისგან გააჩინა, ხოლო სამი – სხვადასხვა წლებში ამ უკანასკნელთან  თანაცხოვრების პერიოდში აიყვანა. წყვილი 2016 წლის სექტემბერში დაშორდა, თუმცა ოფიციალურად ისინი ამ დრომდე არ განქორწინებულან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები