LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადადის – უახლესი დეტალები

283
page

ანჯელინა ჯოლი არ გეგმავს ამერიკაში მუდმივად ცხოვრებას. როგორც გამოცემა People იუწყება, ჰოლივუდის ვარსკვლავი საზღვარგარეთ გადასვლას აპირებს. ეს მოხდება მაშინ, როცა მის უმცროს შვილებს, ნოქსსა და ვივიენას, 18 წელი შეუსრულდებათ.

ინსაიდერის ინფორმაციით, განქორწინების შემდეგ, ჯოლის ლოს–ანჯელესში ცხოვრება მხოლოდ ბრედ პიტთან მეურვეობის შეთანხმების გამო მოუწია. თუმცა ყველაფერი შეიცვლება უკვე მომავალ წელს, როცა ტყუპები სრულწლოვანებას მიაღწევენ, ამის შემდეგ 50 წლის ანჯელინა შვილებთან ერთად თავისუფლად დატოვებს აშშ–ს.

„ანჯელინა ჯოლი განადგურებულია“ – შაილო ჯოლი-პიტი საცხოვრებლად შეყვარებულთან გადავიდა

მსახიობმა უკვე დაიწყო ისტორიული სახლის გასაყიდად მზადება ლოს–ფელისში, რომელიც მან 2017 წელს, 25 მილიონ დოლარად შეიძინა.

თუ სად აპირებს ანჯელინა საცხოვრებლად გადასვლას, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. თუმცა გასულ წელს The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ჯოლიმ აღიარა, რომ სურს გარკვეული დროით კამბოჯაში ცხოვრება, ქვეყანაში, სადაც 2002 წელს შვილად უფროსი ვაჟი, მედოქსი აიყვანა.

„მამას სულ უფრო მეტად ემსგავსება“ – „ბრანჯელინას“ ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის უახლესი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები