თითქმის წელიწადნახევრიანი უთანხმოების შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა კონსესუსს მიაღწიეს.
წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ვარსკვლავებმა შვილებზე მეურვეობის საკითხზე შეთანხმდნენ: ჯოლი დათანხმდა, რომ მშობლის მოვალეობის ნაწილი ექვს შვილთან მიმართებაში პიტმაც აიღოს თავის თავზე.
ამ გზით, ბრედ პიტი მონაწილეობას მიიღებს მათ აღზრდაში და შვილებთან მეტი დროის გატარების საშუალება მიეცემა.