LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტირეკორდი – მეტ დეიმონმა „ავატარის“ როლსა და 280 მილიონ დოლარზე უარი განაცხადა

302
page

ცოტა ხნის წინ, „კანის“ 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე ოსკაროსანი მსახიობი, 50 წლის მეტ დეიმონი გამოვიდა, რომელმაც საკუთარი „ანტირეკორდის“ შესახებ ისაუბრა. საქმე ისა, რომ „ტიტანიკის“ ლეგენდარულმა რეჟისორმა, ჯეიმს კემერონმა მას „ავატარის“ როლის შესრულება და 278 მილიონი დოლარი შესთავაზა, თუმცა მაშინ რატომღაც დეიმონმა აღნიშნულ წინადადებაზე მკაცრი უარი განაცხადა.

„მე რაღაც გაუგებარ კინო-პროექტში სახელწოდებით „ავატარი“  მთავაზობდნენ მონაწილეობას, მე კი უარი ვთქვი. ისტორიაში შევალ როგორც მსახიობი, რომელმაც ასეთ როლსა და შემოსავალზე უარი განაცხადა, მე 280 მილიონი დავკარგე, ეს ნამდვილი ანტირეკორდია“, – განაცხადა დეიმონმა.

ცნობისთვის, „ავატარი“ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მეორე ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფილმს „შურისმაძიებლები: დასასრული“ ჩამორჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები