LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები პარლამენტიდან კანცელარისკენ მსვლელობით მიემართებიან

151
254178_video

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ ხელში ტრანსპარანტები უჭირავთ და რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზის ერთი ზოლი დაიკავეს.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, 26 აპრილს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დანიშნულ აქციაზე მივიდნენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ პრეპარატ „ვოსორიტიდის” შემოტანასა და დაფინანსებას, ასევე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.

„იოსელიანს პირადად მინდა ვუთხრა – ყველაზე სამარცხვინო კაცი ხარ! განცხადებას აკეთებ, რომ პოლიტიკოსებთან ერთად არ მოხვალ, საერთოდ, იცი ვინ ხარ? რა თანამდებობაზე ხარ?“ – ნანკა კალატოზიშვილი

„ეს ჩემი საქმიანობის ნაწილი არ არის, რომ პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მივიდე – მშობლებთან მივალ“ – ომბუდსმენი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე

„უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, აქაც ცდილობენ, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები წინ დაიყენონ “ – პრემიერმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციას პოლიტიკური კამპანია უწოდა

ნინო ლომჯარია: „ჩავიცვათ საწვიმრები, დავიხუროთ ქოლგები და დავუდგეთ იმ დედებს გვერდით, ვინც შვილებისთვის ითხოვენ წამალს!“ 

„პრემიერმა გვითხრას – წირავს ჩვენს შვილებს სამუდამო ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს.. რა გახდა რომ 20 წუთი შეგვხვდეთ?!“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g