LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, „აგენტებად“, „უცხო სუბიექტებად“ და „გამყიდველებად“, „გამყიდველები“ იქნებით თქვენ!“ – ნინო ლომჯარია

137
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

„არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, „აგენტებად“, „უცხო სუბიექტებად“ და „გამყიდველებად“, „გამყიდველები“ იქნებით თქვენ!“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

„არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, „აგენტებად“, „უცხო სუბიექტებად“, დასავლური მისწრაფებების და ღირებულებების მქონე ადამიანებად და „გამყიდველებად“, რომლებმაც ეს მისწრაფებები რუსული სტილის სახელმწიფოს ფორმირებამდე დაახურდავეს.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

„გამყიდველები“ იქნებით თქვენ, თითოეული დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერთ ამ საშინელ განზრახვას და ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მოგექცევათ, როგორც გამყიდველებს. არ გიშველით თქვენი მორყეული პროპაგანდა. ნუ გაუკეთებთ ამას ქვეყანას და საკუთარ თავს, მძიმე იქნება თქვენთვის და თქვენი შთამომავლობისთვის ეს შედეგები, არავინ მემეტება ამისთვის!

ყველა მცდელობა საქართველოს გარუსებისა უშედეგოდ დამთავრდა, წაგებულ ომში ხართ!“- წერს ნინო ლომჯარია.

უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს.

ამავე თემაზე:

„არ გაჩერდეთ! ჩვენ არ გავჩერდებით! არ მივცემთ შესაძლებლობას მშვიდად ისაუბრონ პეპლებზე და ყვავილებზე..“ – ოპოზიციონერი დეპუტატების ერთობლივი მიმართვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულს

ნადიმ ხმალაძე: „ერთ ღამეში გადავწყვიტეთ მე და გიგა მაქარაშვილმა, რომ აქ უნდა ვყოფილიყავით.. უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობიანად, რათა რუსეთის კლანჭებს თავი დავაღწიოთ“

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

„კანონი ანტისახელმწიფოებრივი და არაკონსტიტუციურია – დააზიანებს შშმ პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები არიან“ – შშმ პირები პარლამენტს

კელი დეგნანი: არ ვწყვეტთ ძალისხმევას, დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა არ მიიღოს კანონპროექტი – ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა, ეს კანონი არ არის საჭირო

magti 5g