LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გამოუვიდათ გიგას ავტორიტეტის შელახვა! გიგას სიცოცხლე ჩემია, მე არ ვყიდი და სხვას ნუ ევაჭრები!!!“ – მოკლული გიგა ავალიანის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს

1746
ეკა კუპატაძე

28 წლის მასწავლებლის, მოკლული გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას ავრცელებს.

ვიდეო: „გიგას იქ, ღმერთთან აქვს ახლა კითხვები: „რატომ ვარ აქ?“, „რატომ დატოვე ჩემი დედიკო იმ შეშლილ ომში?“ – ეკა კუპატაძე

ეკა კუპატაძე მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანების მშობლებისა და ასევე საქმეში ფიგურანტი ნ.ი-ს მშობლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„რა გინდათ ჩემი შვილისგან, რომელიც გიგა ავალიანთან განათლებისათვის, გზის გაკვალვისთვის მივიყვანე და არა იმისათვის, რომ შეევიწროვებინა“ – გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის ნ.ი-ს დედა

„სრულ აგონიაშია მკვლელების ოჯახები! გუშინ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეკას არ ჰყავს არც ერთი მოწინააღმდეგე, მკვლელების ვიწრო საახლობლოს გარდა!

მადლობა თანამებრძოლნო! თქვენი თითოეული კომენტარიც კი მაძლიერებს!

აცნობიერებენ გარდაუვალ „გასროკვას“ (როგორც გაბაშვილის მამა ამბობს) და სიმწრით კედლებს ეხეთქებიან. გარყვნილმა ლაწირაკებმა ჯგუფურად მოკლეს გიგა!

მათმა გარყვნილმა მშობლებმა ჯგუფურად სცადეს გიგას ღირსების შელახვა, მაგრამ ვერავინ გააცურეს!

უღირსებმა ღირსება ვერ შეგვილახეს!

არ გამოუვიდათ საქმის ჩაწყობა!

არ გამოუვიდათ გიგას ავტორიტეტის შელახვა!

არ გამოუვიდათ გიგას განარკომანება!

არ გამოუვიდათ გიგას ავადმყოფად წარმოჩენა!

არ გამოუვიდათ ჩვენთან მოლაპარაკება!

არ გამოუვიდათ ჩვენი დაშინება!

ახლა, მგონი, სკოლა ინტელექტში ვიღაც მასწავლებელსაც სწირავენ, მაგრამ ამათ ვინ გამოჰყვება ცრუ ჩვენებაზე, ესენი თავის შვილებს ვერ იცავენ და იმ ვიღაცას დაიცავენ მერე?

ჩემი გიგუნა გააქრეს….

გასარეცხ ტანსაცმელს არ ვაჩერებდით, ამიტომ მხოლოდ წინა დღეს ნაცვამი ერთი ზედა და საშინაო ტანსაცმელი მაქვს, რომელზეც შერჩენილია გიგას სუნი…

ამ დროს, უტიფარი ალექსანდრე გაბაშვილი კი ჟურნალისტს სიტყვას უსწორებს, ეს თავდასხმა კი არაა, ამას ცემა ერქვა ჩვენს დროსო!

და მის ქუჩურ ენაზე რომ ვისაუბროთ, არასწორი ხელი აწია გიგაზე მისმა გარეწარმა შვილმა, იცის ამას არც ციხეში აპატიებენ. ამიტომაც გამოძვრა ახლა და იბრძვის 126-ე მუხლისთვის, ცდილობს მხოლოდ ჯარიმით დააღწიოს თავი აქედან.

შეიგნე რეგვენო, გიგას სიცოცხლე ჩემია, მე არ ვყიდი და სხვას ნუ ევაჭრები!!!

ნია იმნაძის უნიჭო ადვოკატო, გიორგი ლეკიშვილო, იმ „წერილის“ გამოქვეყნებით რა გიჟური გამოხტომა გქონდათ??? გეგონა ის ვიწამე, რა ვქნა, მეც ასე მომიყვნენ და უბრალოდ სამართლებრივი ფორმა მივეცი დაკითხვისასო?

ისე აცდენილია ერთმანეთისგან სამივე ჩვენება, რომ ზედ აწერია ნია იმნაძე, თორემ სხვადასხვა ადამიანის გეგონება.

გიორგი ლეკიშვილო, ასე იოლად ვერ დამისხლტები, ან საჯაროდ მოიხდი ბოდიშს, ან შეეწირება შენი ადვოკატობა ამ პატარა გარყვნილ გომბიოს!

P.S. მინდოდა მეპასუხა ამ უსახური მშობლებისთვის, მაგრამ ერთი სწორი წინადადებაც არ მომისმენია რომელიმესგან და ამდენ ტყუილს პოსტით ვერ გავუმკლავდები“, – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

📌სრულ აგონიაშია მკვლელების ოჯახები! ✊გუშინ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეკას არ ჰყავს არც ერთი მოწინააღმდეგე, მკვლელების…

Posted by ეკა კუპატაძე on ორშაბათი, 26 იანვარი, 2026

ცნობისათვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.

არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ. -ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

„ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის.. მე გიგა მომიკლეს, ჯგუფურად, შეთანხმებით“ – გარდაცვლილი მასწავლებლის დედა

ეკა კუპატაძის ფოტო სლაიდზე: „პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g