LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გაუკეთოთ თვითნებურად ჭარბი წონის მოზარდებს „ოზემპიკი!“ – ცნობილი ექიმის, ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს

304
ინგა მამუჩიშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს, არ გაუკეთონ თვითნებურად ჭარბი წონის მოზარდებს „ოზემპიკის“ გასახდომი ინექცია.

მედიკოსი ამბობს, რომ აღნიშნული პრეპარატის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სპეციალისტი.

მამუჩიშვილმა სოციალურ ქსელში მოსახლეობის კითხვებს უპასუხა. სოციალური ქსელის მომხმარებლის საპასუხოდ მედიკოსი ამბობს, რომ აღნიშნული პრეპარატის თვითნებური გამოყენების უკვე 2 შემთხვევა დააფიქსირა.

„არ გაუკეთოთ თვითნებურად ჭარბი წონის მოზარდებს ოზემპიკი, მას თავისი მკაცრი ჩვენება აქვს და მისი დანიშნულების გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ენდოკრინოლოგი“, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.  

„არ გირჩევთ.. რამდენადაც ვიცი, „ოზემპიკი“, რომელიც საქართველოში იშოვებოდა, მაგრად განგრევს.. გერმანიაში უკვე გარდაიცვალა ერთი გოგო..“ – რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი  ე.წ. „გასახდომ ინექციაზე“

„ოზემპიკი“ არ არის დამტკიცებული FDA-ის მიერ, როგორც სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატი. ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) პრეპარატი 2017 წელს დაამტკიცა როგორც საინექციო მედიკამენტი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ.

არ გაუკეთოთ თვითნებურად ჭარბი წონის მოზარდებს ოზემპიკი,მას თავისი მკაცრი ჩვენება აქვს და მისი დანიშნულების გადაწყვეტილებას ღებულობს ექიმი ენდოკრინოლოგი‼️‼️P.S. საჯაროდ ვპასუხობ შემოსულ კითხვებს❤️❤️

Posted by Inga Mamuchishvili on ოთხშაბათი, 19 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g