LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გვაქვს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმის შედეგი იყო, ეს არ არის უკრაინის ბრალი, რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა“: სტოლტენბერგი პოლონეთში მომხდარ აფეთქებაზე

57
იენს სტოლტენბერგი

„არ გვაქვს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმის შედეგი იყო“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გაისროლეს.

„მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს თავის უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანვე აღნიშნა, რომ NATO ერთიანია და ალიანსი ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად.

როიტერი: ბაიდენის განცხადებით, პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია

გარდა ამის, NATO-ს გენმდივნის თქმით, ალიანსს არ აქვს მინიშნება, რომ რუსეთი  NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგ, შეტევითი სამხედრო მოქმედებების განხორციელებას გეგმავს.

ანჯეი დუდა: არ არსებობს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო პოლონეთზე.. არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g