მე არ ვაპირებ რამე მივმართო ქვეყნის პირველ პირს, ირაკლი ღარიბაშვილს. ჩემი გადმოსახედიდან ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. – ასე დაიწყო საგანგებო ბრიფინგი „ტვ პირველის“ არხის გენერალურმა დირექტორმა ვატო წერეთელმა.
„არც ვფიქრობ, რომ რამე უნდა ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს. ვფიქრობ, ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაც მითიური, არასებული ელექტროხელსაწყო. მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ტელეკომპანია „პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაწყებელი და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ჩვენს ქვეყანაში.
მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ. მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება და რეაქცია. სასაამართლოს დადგენილებაში განჩდა ჩანაწერი, რომ გამოძიებას შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია „პირველში“. ეს არის ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია „პირველი“ აღარ იყოს და არ იმაუწყებლოს“, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ვატო წერეთელმა.
არხის უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ გააკეთა განცხადება, და აღნიშნა, რომ განჩინება აუცილებლად გასაჩივრდება.
„დღეს დავიწყეთ მუშაობა, რომ ის უკანონო და მე ვიტყოდი, არაკონსტიტუციური სასამართლო განჩინება, გასაჩივრდება ქვეყნის შიგნით. სანამ არსებობს ეს განჩინება, სამართალდამცავებს შეუძლიათ იძულებით განახორციელონ იმ ნივთის ამოღება, რომელიც არ არსებობს… აქვე განვმარტავთ, რომ არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი, მაგრამ ამის მიუხედავად მის გასაჩივრებას ქვეყნის შიგნით მაინც შევეცდებით. განვიხილავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს”, – განაცხადა მშვენიერაძემ.
ამავე თემაზე:
არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს
“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა