“არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი დეპუტატების მხრიდან პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებები. იქნება შეხვედრები და იქნება უფრო დაზუსტებული გადაწყვეტილება მიღებული” – ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე კენჭისყრის ჩაგდების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის არჩევნების პროპორციული სისტემის ინიციატივის ჩაგდებას არ ელოდებოდა – “ყველა ვერ იქნება ერთ პოზიციაზე, ნამდვილად არ ველოდებოდი თუ ეს ცვვლილება არ განხორციელდებოდა, თუმცა მთავარია გუნდის შენარჩუნება რათა ქვეყანაში იყოს სტაბილურობა”.
ყველა გასასვლელის ბლოკირებას მოვახდენთ - აქციები იწყება (ვიდეო)
,,მინიმუმ დისკომფორტი იგრძნონ ამ არამზადებმა, იმისთვის რომ ცდილობენ ჩვენს ქვეყანას წაართვან მომავალი"
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ შერეული საარჩევნო სისტემაც დემოკრატიულია: “იმის მიუხედავად რომ მე პროპორციული სისტემის მხარდამჭერი ვარ, შერეული სისტემაც დემოკრატიულია და ბევრ ქვეყანაშია.”
Media error: Format(s) not supported or source(s) not found
გადმოწერეთ ფაილი: https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2019/11/-2019-11-14_11-24-29_397571.mp4?_=5
შეგახსენებთ დღეს საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა მომხრე 101 დეპუტატი იყო. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით 3-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება.
პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები არიან მობილიზებულები. ისინი საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.