LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურებაო, კალმისტარი დააგდო და წავიდა“ – რას იხსენებს მარინა სალუქვაძე დათო ტურაშვილზე

324
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (2)

ცნობილი ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე მწერალ დათო ტურაშვილთან დაკავშირებით იხსენებს, წლების წინ მომხდარ ამბავს, რა დროსაც მათ სულ მცირე ხნით ერთად მოუწიათ მუშაობა.

მარინა სალუქვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2002 წელს დავიწყე ტელეკომპანია იმედზე მუშაობა. 5 კაცი დამხვდა –  ბიძინა ბარათაშვილი, ოთარ შამათავა, გია ტოგონიძე, ზვიად ქორიძე და გიორგი კიკნაძე – მაშინ ჟორიკა იყო იმედის დირექტორი. მეექვსე მე ვიყავი. ჯერ იმედის შენობაც არ იყო და აკადემქალაქში, „აუდიენციის“ დიდ მანსარდაზე გვქონდა ოფისი და ყველა ერთად ვისხედით. ნელ-ნელა გავიზარდეთ და  გავბევრდით. ხელფასი იმ დროისთვის შესაშური გვქონდა, ენთუზიაზმი ცამდე, მონდომება  უზარმაზარი! ყველა ოცნებობდა იმედზე მუშაობის დაწყებას. საინტერესო საქმესთან ერთად მატერიალური კეთილდღეობა ყველას ხიბლავდა.

ერთ დღესაც შემოგვიერთდა დათო ტურაშვილი, ჩვენი საყვარელი ტურიკა. 3 დღე იარა. ჩემთან ახლოს იჯდა. გადაშლიდა რვეულს, დაიკავებდა კალმისტარს,  სადღაც იყურებოდა და არაფერს არ წერდა. უცებ დააგდო კალმისტარი, ადგა და თქვა წავედიო. რატომ-თქო ვკითხე. არაა ჩემი საქმე მდიდარი კაცის მსახურება, თავისუფლება მირჩევნია ყველანაირ ხელფასსო, არ შემიძლიაო თქვა და წავიდა.

ზოგმა თქვა გაუფრენიაო. მე კი ჩუმად შემშურდა…

გუშინდელივით მახსოვს…

რაც შეეხება მის გარშემო ატეხილ ბინძურ კამპანიას – ტურიკა ვინმეს სამსახურში თუა, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყანაა და არც ერთმა ანგაჟირებულმა პერსონამ არ გაბედოს მასზე ცუდის თქმა!!! სად იყავით, როდესაც ეს გულანთებული ბიჭი გარეჯის გადასარჩენად დარბოდა?!!! სად იყავით როდესაც გაგანია კომუნისტების დროს ავაზაკს პირში ეუბნებოდა სიმართლეს?!!! სად იყავით როდესაც მისმა გულმა სიბინძურეს ვერ გაუძლო და კინაღამ გამოგვეცალა ხელიდან??? ააა, მისი ემოციური საუბარი გაღიზიანებთ? რასაკვირველია, ვინმე შეიძლება არ დაეთანხმოს, სხვაგვარად ფიქრობდეს, რაც ნორმალურია,  მაგრამ ოპონირებისას სახე არ დაკარგოთ!!! მავანმა “ისტერიჩკადაც” გაბედა ტურიკას მონათვლა! საცოდავებო, თქვენგან განსხვავებით ტურიკას გული სამშობლოთია სავსე…

მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ოქროს ბიჭო ❤️

P.S. ამ გახსენებით არც ბადრის დაკნინება მიფიქრია და არც იმედის გუნდის, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობდა!!!“, – წერს მარინა სალუქვაძე.

ცნობისათვის, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა. გადაცემაში გამოსვლის შემდეგ დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

20 მარტს დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს.

„გულის შეტევას გადაურჩა“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მწერალი თბილისში კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, გამოკვლევებს თურქეთში გააგრძელებს. როგორც მისმა შვილმა ანაკო ტურაშვილმა თქვა, ის, პირველ რიგში, მადლობას უხდის ქართველ ექიმებს.

„ამდენ ადამიანს თუ უყვარდა არ მეგონა…თურქეთში გააგრძელებს მკურნალობას” – ანაკო ტურაშვილი

ამავე თემაზე:

დათო ლიკლიკაძე: „აქ შეიძლება ჩვეულებრივად მოკლან ადამიანი. მოკლან აზრის გამოხატვისთვის… არ გამოხატვისთვისაც“ 

სოფო ჭყონია: ვინც ამ სიბინძურეს ემსახურებით, იმ რუსულ გემზე ადგილი რომ არ იქნება, სად აპირებთ ცხოვრებას? 

ხუხაშვილი: „ტურაშვილის ისტორიის შემდეგ „სატროლეთი“ ძალიან რბილი სახელია – „ტერარიუმი“ და მისი ბინადრები ზედგამოჭრილია“

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა 

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე 

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

წილოსანი: „გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g