LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ლიკლიკაძე: „აქ შეიძლება ჩვეულებრივად მოკლან ადამიანი. მოკლან აზრის გამოხატვისთვის… არ გამოხატვისთვისაც“

493
Untitled design (8)

„აქ შეიძლება ჩვეულებრივად მოკლან ადამიანი. მოკლან აზრის გამოხატვისთვის.. არ გამოხატვისთვისაც (მაგალითად, მე მკლავდნენ არ გამოხატვისთვის)“, – ამის შესახებ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს და მწერალ დათო ტურაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ყველაზე მტკივნეულია, ის დაგაბრალონ, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძვი:

„აქ შეიძლება ჩვეულებრივად მოკლან ადამიანი. მოკლან აზრის გამოხატვისთვის.. არ გამოხატვისთვისაც (მაგალითად, მე მკლავდნენ არ გამოხატვისთვის).

მოკლედ, ნებისმიერი მიზეზით შეიძლება გაგანადგურონ. მაგრამ ყველაზე მტკივნეულია ის დაგაბრალონ, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძვი.

მე, მაგალითად, ვერ გამოვდგები, რადგან ჩემი მოკვლა ასეთი ფორმით არ გამოდის, ეს შეუძლია თითქმის, რადგანაც ყველა ის ტალახი, რომელიც მე მესროლეს, მჭირდებოდა, გამოვიყენე. მეტიც, გავყიდე კიდეც ეს ტალახი, მაგრამ ყველა ჩემნაირი არ არის. ზოგი შეიძლება მოკლათ.. ან შემოგაკვდეთ“, – წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, 19 მარტს გადაცემის „მე-17 სართული“ მსვლელობისას, რუბრიკაში „ტურიკას წიგნები“ დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა.

გადაცემაში გამოსვლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

„კვლევები უტარდება და დიაგნოზი 2 საათში გვეცოდინება“ – როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ხუხაშვილი: „ტურაშვილის ისტორიის შემდეგ „სატროლეთი“ ძალიან რბილი სახელია – „ტერარიუმი“ და მისი ბინადრები ზედგამოჭრილია“

„დათო ტურაშვილი არის ოქრო ადამიანი – ისტორიას დარჩება მისი სახელი, მტრები კი არავის ემახსოვრება“ – ლადო აფხაზავა 

„გულს ვერ გაუფრთხილდება, რადგან თქვენ არ უფრთხილდებდით ამ ქვეყანას – გაფრთხილების მოწოდება და იმავდროულად ბოტების დაგეშვა კაცის მიმართ, რომელსაც აუგს ბოტზეც კი ვერ დააცდენინებ, ერთი ღილაკით არ გამოდის… ან ხარ სიმართლის მხარეს, ან არ ხარ“ – ლაშა ბუღაძე 

ნათია ფანჯიკიძე: ჩემს ორ უძვირფასეს მეგობარს განსაკუთრებით ერჩის სახელმწიფო მანქანა – მწერლებზე შეტევა ახალი მოვლენა არაა, ქვეყნის ისტორია სავსეა დახოცილი ან სუიციდამდე მიყვანილი მწერლებით… მრავალი წელია „კაგებე“ ცდილობს მოსპოს ასეთი ხალხი, რომ ვეღარავინ გამოარჩიოს სადაა სიყვარული და სად სიბნელე

„ჩემი მხარდაჭერა დათო ტურაშვილს, დათო გორგილაძეს, გიორგი კეკელიძეს! ეს ის ხალხია, ვინც სინათლეს აფრქვევს და ავრცელებს – მაინც ვერაფერს დააკლებთ!“: ბუკა პეტრიაშვილი

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა მთელი ღამე – ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე

„სერიოზულად და უკანასკნელად დავწერ ამ საკითხზე: სტიპენდიის მინიჭება, გმირობის მინიჭება არ არის” – გიორგი კეკელიძე

წილოსანი: „გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკტოკზე ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?“ 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები