LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფერს დავხარბებულვარ, რიგითი დეპუტატი ვიქნები, არანაირი თანამდებობა არ მხიბლავს: ელისაშვილი

53
ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკური პარტია “მოქალაქეების” ლოდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არ აქვს ამბიცია, არანაირი თანამდებობა არ ხიბლავს და სურს, იყოს რიგითი დეპუტატი.

ელისშვილი ოპოზიციისთვის მეტი პასუხისმგებლობისა და ძალაუფლების გადანაწილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ გარკვეული თანამდებობებიც უნდა დაუთმონ:

“მე, პირადად, არანაირი ამბიცია არ მაქვს. ვარ და ვიქნები რიგითი დეპუტატი, არანაირი თანამდებობა არ მხიბლავს. თვითონ ეს პრეცედენტი არის კარგი და არ მინდა, ხალხმა იფიქროს, რომ ვიღაც თანამდებობაზე დახარბდა.

ეს კულტურა რომ შემოდის – ოპოზიციას უნდა დავუთმოთ გარკვეული თანამდებობები, შესაბამისად, პასუხისმგებლობა და ძალაუფლება გადაუნაწილო, ეს არის ძალიან კარგი. ამას ისე ნუ ვუყურებთ, რომ დახარბდნენ, მე არაფერს არ დავხარბებულვარ, არაფერი არ მინდა.

კარგია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს მეტი პასუხისმგებლობა და მეტი ძალაუფლება. ეს გვაწუხებდა ყოველთვის, რომ ერთ პარტიას ჰქონდა ძალაუფლება.” – თქვა ელისაშვილმა.

პოლიტიკოსმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას საქმეზეც და თქვა, რომ იმისათვის, რომ ამნისტია არ გახდეს საჭირო, ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე ევროკავშირს დასტური უნდა მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g