LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს დაგავიწყდება პაციენტი სუნთქვის უკმარისობით – მის თვალებში შიში და პანიკაა…“ – თერაპევტი, მადონა შაინიძე

115
მადონა შაინიძე

„თუ ერთხელ, ოდესმე გინახავთ პაციენტი სუნთქვის უკმარისობით, არასოდეს არ დაგავიწყდება ის მთელი ცხოვრების განმავლობაში“, – ამის შესახებ Ajaratv • SHOWS-ში თერაპევტმა, მადონა შაინიძემ განუცხადა.

მედიკოსის პაციენტებთან ურთიერთობაზე საუბრისას თერაპევტი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა მადლიერი პაციენტი:

„თუ ერთხელ, ოდესმე გინახავთ პაციენტი სუნთქვის უკმარისობით, არასოდეს არ დაგავიწყდება ის მთელი ცხოვრების განმავლობაში. განსაკუთრებულია სუნთქვის უკმარისობა, რომელიც იწვევს პაციენტის არამარტო ფიზიკურ ტანჯვას, არამედ მას ანადგურებს ემოციურადაც. როგორც პაციენტს ეწყება სუნთქვის უკმარისობა, მაშინვე აქვს სიკვდილის შიში, პანიკა… მისი თვალები ამ დროს გადმოსცემს შინაგან სამყაროს, რომელსაც ამ ვითარებაში სიტყვებით ვერ გადმოსცემ. არიან უმწეოები, გაფართოებული გუგებით გიყურებენ, იცქირებიან ფანჯარაში, სადაც ეგულებათ ჰაერი და თითქოს მისი თვალები ყვირის ექიმო მიშველე… და როდესაც ჩვენ მათ ვეხმარებით და ჩვენი დახმარების ფონზე პაციენტებს აქვთ შვება და უკეთესად სუნთქავენ, სწორედ ეს ადამიანები ამბობენ განსაკუთრებულ მადლობას. ამ პერიოდში მითქვამს, რომ ამად ნამდვილად ღირდა ექიმობა“, – ამბობს თერაპევტი, მადონა შაინიძე.

magti 5g